აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი ამერიკისმცოდნის, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდი დანაკლისის გამო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.