LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსმინე ფორჩხიძეს და ზუსტად მივხვდი რომ ცუდი არანაირად არაფერი უთქვამს…მოდი ჯერ დათოს მეოთხედი გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის და მერე კიბატონო” – რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

1176
BeFunky-collage - 2023-05-20T000941.403

მაიკო კაჭკაჭიშვილი დათო ფორჩხიძისა და სოფო ბათილაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დათო ფორჩხიძეს ცუდი არაფერი უთქვამს.

„სამი დღეა მინდა დაწერა მაგრამ თავს ვიკავებ (ჩემი მეორე მეგობრის გამო) ახლა იმ ეტაპზე ვარ რომ ჩემს შეცდომებს ვინანიებ და აღარ მინდოდა ვინმესთვის გული მეტკინა მაგრამ !!!!!!

ვეცდები ვიყო ლოიალური და მაინც დავაფიქსირო ჩემი აზრი ამის მერე თუ ვინმეს ეწყინება დაეეე ….
ვუსმინე დათო ფორჩხიძეს და გამომდინარე იქიდან რომ ძააალიან კარგად ვიცნობ მას, ზუსტად მივხვდი რომ ცუდი არანაირად არაფერი უთქვამს.
დაა მოდი ჯერ დათოს მეოთხედი გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის და მერე კიბატონო”, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, გა­და­ცე­მა­ში ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ დათო ფორჩხი­ძეს სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით კი­თხვა და­უს­ვა.

ნოე: შე­ა­ფა­სე ბა­თი­ლაშ­ვილ­ზე რა მოხ­და?

ფორჩხიძემ უპასუხა: „სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. მე მინდოდა ეგ ბავშვი ამეყვანა და ბლოკის ღილაკის თემა იყო. სტეფანემ დააჭირა. ძალიან ძნელი იყო მაგ ბავშვის მხარდაჭერა, რადგან თითქოს იქ მყოფი დარბაზი, ახლობლები და ნათესავები ამადლიდნენ: შენ ხომ უკვე მოიგე, ჩვენც გვაცადე, გეყოფა. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ ოდესღაც რაღაც მოიგო და წარმატებას მიაღწია.

ვხვდებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა. არ ვამბობ, რომ მე მას აუცილებლად გავიყვანდი, მაგრამ შეიძლებოდა. ძნელი იქნებოდა, რადგან აგრესია მოდიოდა. არ მინდა ეწყინოს ახლა, ამას რომ ვამბობ, უბრალოდ თანავუგრძნობ, რა დააშავა”, – საუბრობს დათო ფორჩხიძე.

„დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა” – რას წერს სოფო ბათილაშვილი

შეგახსენებთ, რომ სოფო ბათილაშვილი „ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსში „ვოისში” იღებდა მონაწილეობას. სოფო ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც ოთხი მენ­ტო­რი­დან სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის გუნდში მოხ­ვდა, თუმ­ცა 12 იან­ვარს, რო­დე­საც ეთერ­ში სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის და სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, სო­ფომ მა­ყუ­რებ­ლის­გან ხმა­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მი­ი­ღო, მის­მა მენ­ტორ­მა კი გუნ­დი­დან სხვა წევ­რი, ლიკა სი­რა­ძე გა­და­არ­ჩი­ნა. იმ დღეს, სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი და­ტო­ვა.

ვიდეო: „სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. თითქოს ყველა ამადლიდა ამ ბავშვს: „ჩვენც გვაცადე, გეყოფა” – რას აცხადებს დათო ფორჩხიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g