LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსურვებ ყველა მშობელს, რომ ისეთი ამაყი იყოს, როგორიც დღეს შენი ნამღერით არის შენი მშობელი“ – აღფრთოვანებული ჟიური და აჩი ჯაიანის მიერ შესრულებული სიმღერა -„ქართველების ერთად ყოფნა“

317
აჩი ჯაიანი

„საქართველოს ხმის“ ნახევარფინალში „რუსთავი 2“-ზე, კონკურსანტმა აჩი ჯაიანმა ზურაბ მჟავიას ცნობილი სიმღერა „ქართველების ერთად ყოფნა“ ისე შეასრულა, რომ ფინალში ადგილი გაინაღდა. ის მაყურებლის ერთ-ერთი რჩეული გახდა და სამ მონაწილეს შორის მოხვდა, რომელიც 1-ელ ივლისს, ფინალში ბინისთვის იბრძოლებს.

აჩი ჯაიანის შესრულების შემდეგ, ჟიურის წევრმა, დათო ფორჩხიძემ აღნიშნა: „ვუსურვებ ყველა მშობელს, რომ ისეთი ამაყი იყოს, როგორიც დღეს შენი ნამღერით არის შენი მშობელი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g