LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას…მიწევს მტკიცება, რომ გულქვა არ ვარ…ბოდიშს ვუხდი მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს, ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა: თეკლა ტაბატაძე

5736
თეკლა ტვ პირველი

საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს, როდესაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა მიმდინარეობდა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ რამაზ დავლაძესთან ინტერვიუს ჩაწერას, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა.

ჟურნალისტმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ აღნიშნული ინტერვიუს ჩაწერის დროს არც რამაზ დავლაძის მეუღლის ინგა მეკეიძის და არც მისი მცირეწლოვანი შვილების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

„ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ).

ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი.

ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა“, – წერს თეკლა ტაბატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g