LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაართვა თუ არა ლილი-როუზ დეპმა მეგობარი გოგონა მაილი საირუსს

300

ბოლო დროს ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილი, ლილი-როუზი სულ უფრო ხშირად დებს „ინსტაგრამზე“ „Victoria’s Secret“-ის მოდელთან, სტელა მაქსველთან ერთად გადაღებულ სელფებს. ფოტოები სულ უფრო და უფრო ინტიმურია და ისინი ნაზად ეხუტებიან ერთმანეთს. დასავლური მედიის ინფორმაციით, სტელა 22 წლის მომღერალს მაილი საირუსს ხვდება. ახლა ტაბლოიდები არკვევენ, „წაართვა“ თუ არა ლილი-როუზ დეპმა საირუსს მეგობარი გოგონა.

ვარსკვლავების შვილმა ორი თვის წინ განაცხადა, რომ ბისექსუალია. ამასთან, ჟურნალისტები ამბობენ, რომ სტელასთან ერთად ის ძალიან დიდ დროს ატარებს.

ლილი-როუზის თაყვანისცმემლები ეჭვობენ, რომ მათ შორის მხოლოდ თბილი მეგობრული ურთიერთობა არ არის.
მართალია მაქსველისა და მაილი საირუსის დაშორების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა, თუმცა, უკვე დიდი ხანია, მოდელი და მომღერალი ერთად არავის უნახავს, ამიტომ ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ „ვიქტორიას“ მოდელი ახლა ლილი როუზ დეპს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g