LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წახვედი და დამტოვე ცარიელი, შავი, უბედური! უშენოდ როგორ ვიცხოვრო, ჩემო პატარა ძმაო! ჩემო ცხოვრების აზრო და ხალისო“ – სალომე მდივანი გარდაცვლილ ძმას მიმართავს

1242
სალომე მდივანი

მსახიობისა და ცნობილი ინფლუენსერის, თამუნა მდივანის მოულოდნელად გარდაცვლილ შვილს, გიორგი მდივანს ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.

ფოტოები: „შენ ხარ ყველაზე საუკეთესო ძმა, ადამიანი, მეგობარი, შვილი და მხარდამჭერი, ვინც კი ოდესმე არსებობდა! სამუდამოდ ჩემს გულში იქნები“ – სალომე მდივანი გარდაცვლილ ძმას ემშვიდობება

გიორგის და, მომღერალი სალომე მდივანი-კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ძმასთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოებს აქვეყნებს და მას ემოციურად მიმართავს:

„„ჩემო სულის ნაწილო! ჩემო სუნთქვა! ჩემო ცხოვრების აზრო და ხალისო! წახვედი და დამტოვე ცარიელი, შავი, უბედური! უშენოდ როგორ ვიცხოვრო, ჩემო პატარა ძმაო!“…

„ჩემი გიო ვაკის სამებაშია, მეც იქ ვარ ჩემს ძმასთან ერთად“, – წერს სალომე მდივანი-კლდიაშვილი.

„დავრჩი ნახევარი, ჩემო სისხლო და ხორცო“ – მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმას, გიორგი მდივანს მიმართავს და მასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს

„სხეული მეწვის სიმწრისგან… ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო, შეხვედრამდე კარგო ბიჭო“ – მაკო რატიანი ნათლულს, თამუნა მდივანის გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

ცნობისათვის, გიორგი მდივანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგის დედამ, თამუნა მდივანმა 29 აპრილს გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g