LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

169
BeFunky-collage1 (10)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები.

მოსახლეობის დიდ ნაწილს დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის, მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების აღსადგენად. მანამდე კი, სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.

„ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექი, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ” – 112 მოსახლეობას აფრთხილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g