Pixar-ის ანიმაციური ფილმის, „სუპერ ოჯახი 2“-ის წარმატებულმა სტარტმა სტუდია Walt Disney-ს კიდევ ერთი რეკორდი მოუტანა – საკმაოდ მოკლე დროში, საშინაო კინოგაქირავებაში ფილმმა 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ბუნებრივია, ძირითად ლოკომოტივად „შავი პანტერა“ და „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ რცებბა. თითოეულმა მათგანმა 600 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
Boxofficemojo-ს ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში Walt Disney ამერიკული ბაზრის 35,8 პროცენტს იკავებს. მეორე ადგილზე 20th Century Fox (12,8 პროცენტით) იმყოფება, ხოლო სამეულს Warner Bros ხურავს. პირველმა ორმა სტუდიამ წლის განმავლობაში 5-5 პროექტი გამოუშვა, ხოლო მესამემ – 13.