LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა, საკვების მიღება ეტაპორივად დაიწყო, ერთად გავიმარჯვებთ! – რა ინფორმაცია ვრცელდება 8 წლის დათის მდგომარეობაზე?

5111
280310397_109374161774780_6070869075435742280_n (2)

8 წლის დათი ქოქრაშვილი, კვლავ ისრაელის კლინიკაში იმყოფება. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “დათისთვის” მოზარდის მდგომარეობაზე მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.

“დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ:

დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.

ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი. როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რაიმე სჭირდება სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს.

საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა. საკვების მიღება ეტაპორივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით.

თქვენი დაუღალავი თანადგომითა და დათის სასწაულებრივი ბრძოლის შედეგად, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
#დათისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g