LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

41
წამალი მედიკამენტი

პარლამენტი წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს. შესაბამისი რეკომენდაციით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამინისტროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კიდევ მოხდება ფასწარმოების მექანიზმის შესწავლა და დამატებით გაეცნობიან ევროკავშირის წევრების ქვეყნების გამოცდილებას. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი ამ დათქმით დაუჭირა. ასევე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევა კანონის იმ მუხლში, რომელიც ფარმაცევტული დაწესებულების სასამართლოს განჩინების გარეშე დაყადაღებას გულისხმობდა. კომიტეტმა კანონპროექტი იმ დათქმით მიიღო, რომ აღნიშნული ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება:

2023 წლიდან მთავრობა მედიკამენტების ფასის მაქსიმალურ ზღვარს დააწესებს - რომელ წამლებს შეეხება რეფორმა პირველ ეტაპზე

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

„როდესაც გვქონდა კონსულტაციები, ყველაზე მეტი რეაქცია ჩვენც მივიღეთ სასამართლოს მონაწილეობის გარეშე რეგულირების სააგენტოს რომ ჰქონოდა უფლებამოსილება დარღვევაზე რეაგირების. აქ ორი მომენტია, რომელზეც გვქონდა საუბარი და ვფიქრობთ რომ შესაძლებელია. პირველი საფუძველი ამ ჯარიმის დაკისრებისთვის თვალსაჩინოა და პირდაპირ შეუძლია რეგულირების სააგენტოს დაასკვნას, დარღვევას ჰქონდა ადგილი თუ არა.

რეფერენტული ფასი დაირღვა თუ არა ამას დამატებით ძიება არ სჭირდება, ასევე, შესაბამისი სერტიფიკატები აქვს თუ არა საწარმოს. მეორე არის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი დრო სჭირდება, რაც რეალურად უკარგავს აზრს ამ სანქციას, თუმცა რა თქმა უნდა, დღეს პირველი მოსმენაა და ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი და ამ ტიპის არგუმენტები კიდევ განვიხილოთ“, — აცხადებდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

გაბუნიას განცხადებები არ გაიზიარა დეპუტატთა ნაწილმა და ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობაც დააყენა ეჭვქვეშ.

კომიტეტი შეთანხმდა, რომ კანონპროექტს დაჩქარებული სტატუსი მოეხსნას და მიიღონ იმ დათქმით, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე საწარმოს დალუქვა და დაყადაღების შესაძლებლობაზე ჩანაწერს ამოიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g