LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამყვანი ბიზნეს ასოციაციები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ

120
00

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი 14 წამყვანი ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ასოციაციები ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ და გამოთქვამენ იმედს, რომ ევროსაბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირის წევრობასთან.

„მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.

ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში.

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ევროკავშირის წევრობასთან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება შემდეგი ბიზნეს ასოციაციების სახელით გაკეთდა:

  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა – საფრანგეთი-საქართველო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  • ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
  • სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები