ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე Wanderlust საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.
აღნიშნულ ნომინაციაში თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.
ხმის მიცემა დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე 6 ნოემბერს დაასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს 70 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურებისა და პრიზების მოგების შესაძლებლობა აქვთ.
შეგახსენებთ, ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად ატარებს.