LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

439
თიბისი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო 15 კომპანია 5 ნომინაციაში გამოვლინდა და მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება „რადიო ქალაქში“ გაიმართა და მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო პროდუქტი

  • კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
  • მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა Reckless • რექლეს დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;
  • მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი Communal Hotels გავიდა.

2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 

  • ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს;
  • მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას;
  • მესამე ადგილი კი წილად ხვდა სტარტაპს Awork • ევორქი, რომელიც ახალ თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრული პლატფორმაა.

3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

  • ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა – გამარჯვებული გახდა კაფე მზიური • Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;
  • მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;
  • მესამე ადგილზე სოციალური კონცეფციის მაღაზია Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას.

4. გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

  • რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორიას აგროლაბი – AgroLab;
  • ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტურმომ AltiHut, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
  • მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგროდრონების სერვისს სთავაზობს.

5. საუკეთესო ფრილანსერი

  • ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;
  • კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;
  • მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმროს Le Méridien Batumi, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით.

მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიას Vintylator ვინტილატორი გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა.

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებგვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორი იყო Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g