საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი „საქართველოს უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავად სანდრა რულოვსი ავრცელებს.
როგორც ყოფილი პირველი ლედი წერს, ონლაინ განაგრძობს სწავლას მაგისტრატურაში ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მიმართულებით:
„წარმატებით დავამთავრე ფსიქოლოგიის ბაკალავრი და უკვე დავიწყე ონლაინ მაგისტრატურა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში!
(University of Derby, MSc Health Psychology 2025-2027)“ – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.
სანდრა რულოვსს სოციალურ ქსელში წარმატებას უსურვებენ:
„გილოცავთ ქალბატონო სანდრა…
მისაბაძი ადამიანი ხართ!
ყველაზე მაგარი პირველი ლედი გვყავდა…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.