წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რამხელა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ომის უმოკლეს დროში დასრულება სურთ.
„წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რამხელა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. დიდ ზეწოლას ვახდენ… და რუსეთმა ეს იცის და ზოგიერთმა ადამიანმა, ვინც მასთან ახლოსაა, იცის, თორემ ის ახლა არ ისაუბრებდა. პრემიერმინისტრს ეს ყველაზე უკეთ ესმის. ის ახლა არ ისაუბრებდა. ის საუბრობს და ჩვენ დიდ ზეწოლას ვახდენთ.
ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს. ძალიან მალე გავიგებთ, მაგრამ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო და უკრაინასაც უნდა სურდეს შეთანხმების მიღწევა, ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას განიცდიან და მე მჯერა, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.