LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოგიდგენიათ? პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან 20 ლარი ემატებათ – გუგული მაღრაძე [ვიდეო]

74

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? ამიტომ, მსგავს რაღაცეებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, გავაგებინებთ და ასევე ძალიან ნათლად ავუხსნით, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭიროს მხარი – ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით,  პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რის კომპენსირებასაც ახლა შეეცდება.

ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს ხოლმე პარტიულები. ეს არის – შეხვედრები, ეს არის ფლაერები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, იმისთვის რომ გააგებინო ადამიანებს. პირველ ტურში ეს არ იყო ისე ინტენსიურად, როგორც იყო საჭირო, ყველას უნდა მიწვდე, ყველა ადამიანს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატებათ 20 ლარი პენსიაზე და გაუხდებათ 200 ლარი ” – განაცხადა მაღრაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები