ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მადლიერი უნდა იყოს დღეს რა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა.
თევზაძის თქმით, 2009 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბევრი ეცადა, საფრანგეთს რუსეთისთვის არ მიეყიდა ორი სადესანტო ავიამზიდი მისტრალი, რომელთა განთავსებასაც რუსეთი შავ ზღვაში აპირებდა:
“არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი რამ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებაა და რის გამოც, მისი მადლიერი დღეს არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი ევროპა უნდა იყოს.
გახსოვთ, 2009 წელს საფრანგეთი რომ აპირებდა, ორი სადესანტო ავიამზიდი მისტრალი რუსებისთვის მიეყიდა? რუსი სამხედროების განცხადებებით მისტრალები შავ ზღვაში უნდა განთავსებულიყო.
თითოეულს, სარაკეტო კომპლექს “სიმბადის”, ორი 30 მმ-იანი საზენიტო ქვემეხის და ოთხი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის გარდა, 450 მედესანტე, 13 ტანკი და 16 შვეულმფრენი შეეძლო ეტარებინა (ინფორმაცია რადიო “თავისუფლების” 2009 წლის კობა ლიკლიკაძის სტატიიდან).
საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი ეცადა, რომ ეს გარიგება არ შემდგარიყო. მგონი, ქართველები საერთოდაც პირველები იყვნენ, ვინც ამ სავაჭრო გარიგების დაუშვებლობაზე ალაპარაკდნენ.
ჰოდა, წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი მსხვერპლი იქნებოდა დღეს, რუსებს რომ ორი მისტრალი შავ ზღვაში ჰყოლოდათ”, – წერს გიგი თევზაძე.