LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე წელი იყო… ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ყოფ­ნა – ლიზა იასკო

987
Untitled design - 2022-01-03T165916.068

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელიც საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველ ოქტომბერს გაიცნო.

წლის შეჯამებას სოციალურ ქსელში აკეთებს. ლიზა იასკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავის საცოლედ გააცნო საზოგადოებას, წლის შეჯამებას აკეთებს.

„წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე წელი იყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბი­ოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა დავ­წე­რო…“ – წერს ლიზა იასკო.

“ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­მაღ­ლე­ე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აღ­მავ­ლო­ბის წელი, მაგ­რამ იყო ბევ­რი დარ­ტყმა, გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე კარ­გი ამ­ბე­ბი. ბო­რო­ტე­ბის, ინ­ტრი­გე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის ღა­ლა­ტის ოდე­ნო­ბამ, რაც წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ დრა­მა­ტულ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე გაგ­რძელ­და, ბოლო თვე­ებ­სა და კვი­რებ­ში კი დრა­მა­ტუ­ლად იმა­ტა.

არ დავ­მა­ლავ, რომ ჩემ­თვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც სი­კე­თის სჯე­რა, ეს არ იყო ად­ვი­ლად მი­სა­ღე­ბი”, – წერს ლიზა იას­კო და იქვე ამა­ტებს, რომ მას თა­ვად არ აურ­ჩე­ვია სა­ქარ­თვე­ლოს შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ყოფ­ნა.

ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ყოფ­ნა. ცალ­კე ვი­ტყვი, რომ ვე­რას­დროს ვნა­ხავ­დი ამ­დენ ბო­რო­ტე­ბას და ცუდ ადა­მი­ანს, შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს, რაც იქ ვნა­ხე! ასე­ვე არ ამირ­ჩე­ვია ის ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი საქ­ცი­ე­ლი, ვინც მე და ჩემს ახ­ლობ­ლებს ბო­რო­ტად გვექ­ცე­ვა. მაგ­რამ მჯე­რა, რომ ის დიდი ფასი, რაც გა­ღე­ბუ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დეგს და დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა. და ეს იქ­ნე­ბა ის, რი­სიც მჯე­რა და ავირ­ჩევ – ეს არის სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი. და ბრძო­ლა, რო­მე­ლიც მო­ი­ტანს შე­დეგს. არა “ფე­ის­ბუქ­ზე” სი­ყალ­ბის გა­მო­ფე­ნა, არა­მედ ის, რაც რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა…”, – წერს იას­კო.

წე­რი­ლის და­სას­რულ­ში კი წერს, რომ უკ­რა­ი­ნა – მისი სამ­შობ­ლო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად უყ­ვარს. ის ისე ას­რუ­ლებს თა­ვის წერილს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ახ­სე­ნებს და არც ახალ წელს ულო­ცავს.

ლიზა იას­კომ ახა­ლი წელი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ა­ტა­რა. წლის ბოლო მის­თვის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე იყო, რად­გან მი­ხე­ილ სააკაშვილი გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი­დან რუს­თა­ვის ცი­ხე­ში და­აბ­რუ­ნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g