LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარსულში მამაკაცები დღეს შეყვარებული ქალები არიან (ფოტო)

3084
Caitlyn-Jenner

კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წევრის, კეიტლინ ჯენერის შესახებ მკითხველმა უკვე ბევრი იცის. 2016 წელს მან სქესის შეცვლის ოპერაციით მედია თავდაყირა დააყენა, როდესაც ბრიუს ჯენერი კეიტლინად გადაიქცა და ჯამში წლის ტრანსგენდერი ქალის ტიტულიც მიიღო.

ამჯერად კეიტლინი ფანტასტიკურ ურთიერთობას ინარჩუნებს ქალიშვილებთან, კაილი და კენდალ ჯენერებთან და პირადი ცხოვრებისთვისაც იცლის.

ბოლო დროს ის ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში, ახალ რჩეულთან, სოფია ჰაჩინსთან ერთად, რომელიც სულ რაღაც 22 წლისაა. 69 წლის ჯენერი და 22 წლის ჰაჩინსი უზომოდ შეყვარებულები არიან და არც ურთიერთობას მალავენ. ცოტა ხნის წინ ისინი „ოსკარის“ ავთერფართიზე გამოჩნდნენ. რაც შეეხება სოფია ჰაჩინს, ისიც ტრანსგენდერია და როგორც თავად ინტერვიუში ყვება, მისი შთაგონების წყარო, სწორედ კეიტლინ ჯენერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები