LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წარსულში სირთულეებიც ყოფილა, ტკივილიც, მაგრამ არაფერს შევცვლიდი” – ადელინა გოგუაძე

356
2024-05-20_01-18-14_104093

მსახიობმა ადელინა გოგუაძემ ჟურნალ ,,გზას” ვრცელი ინტერვიუ მისცა, საიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

  • ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე….

,,არაფერს შევცვლიდი. წარსულში სირთულეებიც ყოფილა, ტკივილიც, მაგრამ მაინც არაფერს შევცლიდი. ყველა სირთულე პიროვნულ ზრდაში, განმტკიცებაში, გაძლიერებაში დამეხმარა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ღირსება, რომელსაც არ ვაბიჯებთ, თორემ ემოციებს რომ აჰყვეთ, ემოციები ყოველთვის შუშხუნაა”, – ამბობს მსახიობი.

  • სიყვარული ეს…

,,…არის ემოცია, რომელიც სულ მინდა თან მდევდეს. სიყვარული მოტივაციაა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საპირისპირო სქესისადმი სიყვარულს არ ვგულისხმობ. ზოგადად სიყვარულის განცდაა უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. მაბედნიერებენ ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან; იმიტომ მაბედნიერებენ, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. მაბედნიერებს საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებ. სულ ვცდილობ, ვინმეს უნებლიეთ არ ვაწყენინო. ურთიერთობებს ვუფრთხილდები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მიყვარს. არც ტელევიზიაში, არც თეატრში ცუდი არასდროს არავისთვის გამიკეთებია”, – ამბობს ადელინა გოგუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები