ონლაინ მაღაზია watchshop.ge მომხმარებელს ბელგიური წარმოების სხვადასხვა ბრენდების საათებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა და დამფუძნებელმა ალექსანდრე მოდებაძემ განაცხადა, საათები, რომლის შეძენაც 50 -450 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი ტყავის, კაუჩუკის, მეტალისა და კერამიკისგანაა დამზადებული. თითოეულ მათგანს მოყვება გარანტია და ყუთი.
მისივე ინფორმაციით, ონლაინ მაღაზია მომხმარებელს ”თიბისი ბანკისა” და ”რესპუბლიკა ბანკის” 0%-იან განვადებასაც სთავაზობს და შეკვეთიდან 1-2დღეში , საქართველოს მასშტაბით, შემკვეთები სასურველ საათს სახლში უფასო მიტანის სერვისით მიიღებენ.
ონლაინ მაღაზია 2013 წელს შეიქმნა და მისი პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს facebook-ისა და ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ. (https://www.facebook.com/watchshop.ge/) (http://watchshop.ge/)