LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – მსახიობს მეგობრები ემშვიდობებიან

1120
ზურა ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

მსახიობს ემშვიდობებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მისი თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები:

„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური💔დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი თამარ მაყაშვილი წერს და გარდაცვლილი მსახიობის ფოტოს ავრცელებს.

წავიდა ჩემი ბავშობაც,ახალგაზრდობაც,(სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური💔დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ…..🤦🥲 Zura Berikashvili

Posted by Tamara Makashvili on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024

„მშვიდობით ზურა… უიშვიათესი პიროვნება, ნიჭიერი, უწყინარი , ალალ – მართალი…. ერთი აუგი სიტყვა არავისზე არასდროს დასცდენია, ზურა ყოველთვის მემახსოვრები“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი გოგა გველესიანი წერს.

„კახი ბაბუს და გივი ბაბუს ბევრი ჩაეხუტე მოეფერე და მოესიყვარულე ორივეს გთხოვ… 
შენ რომ იცი ხოლმე ეგრე… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ სუხიშვილი წერს და ზურა ბერიკაშვილის ფოტოს ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილ მსახიობს უდიდეს ქართველ მსახიობებთან – მამასთან, გივი ბერიკაშვილთან და კახი კავსაძესთან ერთად აქვს გადაღებული:

„ამაზე მაგარი ფოტო და ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს როგორ მიყვარხართ…
ამომგლიჯე გული ბერიკ არ მჯერა რომ აღარ მყავხარ უფალს ყოველთვის კარგი ადამიანები მიჰყავს მასთან…   
კახი ბაბუს და გივი ბაბუს ბევრი ჩაეხუტე მოეფერე და მოესიყვარულე ორივეს გთხოვ… 
შენ რომ იცი ხოლმე ეგრე…
მადლობა, რომ ჩემი მეგობარი იყავი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში არ ვიყავით მაინც ყოველთვის ყველაფერს ახერხებდი აკეთებდი ჩემთვის და ბედნიერი ვარ შენ რომ მყავდი ცხოვრებაში კი არა და მყავხარ… 
ჩემთვის მუდამ ცოცხალი იქნები არასდროს დამავიწყდებით სამივე არასდროს“ – წერს მარიამ სუხიშვილი.

ამაზე მაგარი ფოტო და ამაზე დიდი სიყვარული არარსებობს როგორ მიყვარხართ 😭💔 Zura Berikashvili ამომგლიჯე გული ბერიკ არ…

Posted by Mariamo Sukhishvili on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g