LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

We 4 UKRAINE-ზე შეგიძლიათ, ნებისმიერი დახმარება შესთავაზოთ, ან გაიგოთ, რა სჭირდებათ, საქართველოში, ომის გამო მყოფ უკრაინელებს

93
we 4 ukraine

საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად ახალი პლატფორმა შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას – რა საჭიროებები აქვთ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში მყოფ უკრაინელებს და ვის როგორ შეუძლია მათი დახმარება.

We 4 UKRAINE.ORG  – ეს არის პლატფორმა, სადაც განცხადებას ნებისმიერი მსურველი განათავსებს – ის, ვისაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარება შეუძლია, ან ვისაც, პირიქით, ეს დახმარება სჭირდება.

ვებგვერდზე სულ ორი ველია I Can Help და I Need Help.

თუ საქართველოში ომის გამო მყოფი უკრაინელების რაიმე სახით დახმარება შეგიძლიათ, ეს ინფორმაცია განათავსეთ ველში I Can Helpმაგალითად, გაქვთ საშუალება, მათ საცხოვრებელი დაუთმოთ, მიაქირავოთ ხელსაყრელ ფასად, უბრალოდ, ბინის მოძებნაში, ან სხვადასხვა იურიდიული თუ სოციალური პროცედურების გავლაში დაეხმაროთ; შესთავაზოთ დასაქმება თუ სხვა, ნებისმიერი სახის მომსახურება. მათ კი, ვინც ომის გამო ისევ საქართველოში დარჩენა უწევს და რაიმე სახის დახმარება სჭირდება, ამის შესახებ ინფორმაცია ველში I Need Help უნდა ჩაწეროს.

პლატფორმაზე თავს მოიყრის სრული ინფორმაციარა საჭიროებები აქვთ რუსეთუკრაინის ომის გამო, საქართველოში მყოფ უკრაინელებს და ვის რით შეუძლია მათი დახმარება.

ერთიან სივრცეში თავმოყრილი ინფორმაცია ბევრად გაამარტივებს ყველაფერს – ახლა ამ ინფორმაციებს ძირითადად, პირადი ნაცნობების დახმარებით ცვლიან, ან სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებში ათავსებენ. საერთო პლატფორმაზე, მეტი ადამიანი მოახერხებს, რაც შეიძლება ბევრს მიაწვდინოს ხმა საკუთარი საჭიროების შესახებ. და ბუნებრივია, მათ დახმარებას, სხვადასხვა წინადადების შეთავაზებას გაცილებით ორგანიზებულად შეძლებს ყველა, ვისაც ამის საშუალება აქვს“, – ამბობენ პლატფორმის შემქმნელები.

პორტალი We 4 UKRAINE.ORG  სამ-ენოვანია (ქართული, უკრაინული, ინგლისური) და უკვე გაეშვა.

შესაბამისად, ყველას, ვისაც სჭირდება ან პირიქით, შეუძლია დახმარება, აქვს საშუალება, პლატფორმაზე საკუთარი შეთავაზება ან თხოვნა განათავსოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g