LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WeCharge – სიმარტივე შენს ხელშია!

835
თათია ხაბეიშვილი

7 ქალაქი, 700-ზე მეტი სადგური და ენერგიის გაზიარების კულტურა – „ვიჩარჯი“ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საქართველოში ფოვერ ბანკების გაქირავების ყველაზე დიდი ეკოსისტემა შექმნა. „ვიჩარჯი“ ეკომეგობრული და თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს დენის წყაროსთან მუდმივ წვდომას აძლევს.

თათია ხაბეიშვილი, ვიჩარჯის“ დირექტორი და დამფუძნებელი:

„ვიჩარჯის“ მთავარ ამოცანას წარმოადგენს დამჯდარი მოწყობილობების პრობლემის გადაჭრა. მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ მეთოდს – ნებისმიერ ლოკაციაზე წვდომას დენის წყაროსთან. ჩვენი სადგურები განთავსებულია ქვეყნის შვიდ ქალაქში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში. მომსახურებით სარგებლობას სულ 10 წამი სჭირდება: აპლიკაციაში მომხმარებელი ხედავს უახლოეს სადგურს, მიდის, ასკანერებს QR კოდს და იღებს ფოვერ ბანკს.

– ფაქტობრივად, ისეთივე სერვისია, როგორც ქალაქში სკუტერის დაქირავება.

– დიახ, ზუსტად ერთი და იგივე კონცეფციაა. ეს გაზიარების ეკონომიკა ანაცვალებს ტრადიციულ მიდგომას, რომლის შემთხვევაში ყველას ინდივიდუალური, ჩვენ-ჩვენი ფოვერ ბანკი გვაქვს. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს მეტ წარმოებას, მეტ ნარჩენს და მეტ ზემოქმედებას ბუნებაზე. შესაბამისად, ჩვენნაირი კომპანიების მიდგომა თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალურ საგანს ვანაცვლებთ. ეს კი ამცირებს წარმოების ხარჯს, ცალკე ლითიუმის წარმოებას, ნაკლები ბატარეა ხვდება ბუნებაში. ჩვენ გარკვეული რეგულაციების ქვეშ ვმუშაობთ, ამიტომ ჩვენი ნამდვილად ეკომეგობრული პროდუქტი მარტივად არ ხვდება ნაგავსაყრელზე.

– შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენი ფოვერ ბანკით ვისარგებლოთ არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც თქვენი სადგურებია მოწყობილი, არამედ მასთან ერთად გადავაადგილდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით?

– ზუსტად. ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახერხეთ, საქართველოს მასშტაბით გავშლილიყავით და „ვიჩარჯი“ სხვადასხვა ქალაქში ყოფილიყო წარმოდგენილი. ნებისმიერ მსხვილ ქალაქში, სადაც მომხმარებელი აიღებს ფოვერ ბანკს, შეუძლია ის სხვა ქალაში წაიღოს და შემდეგ იქ, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დატოვოს. მაგალითად, აიღოს თბილისში და დატოვოს ქუთაისში, ბათუმში და ა.შ. ვხედავთ, რომ ბოლო დროს ხშირია ჩვენი ფოვერ ბანკის თბილისიდან ბათუმში წაღების შემთხვევები და პირიქით, რაც, ცხადია, ზაფხულის სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. „ვიჩარჯი“ ტურისტებისთვისაც საყვარელი ნივთი აღმოჩნდა.

– როგორ ვიხდით თქვენი ფოვერ ბანკის გამოყენების საფასურს?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ პირველი 30 წუთის განმავლობაში „ვიჩარჯის“ გამოყენება უფასოა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი სრულად ავტომატიზებულია, მომსახურების საფასურის გადახდა ძალიან მარტივია – მომხმარებელი მას იხდის აპლიკაციის დახმარებით. ბარათის დამატება შესაძლებელია აპლიკაციიდან, ინტეგრირებული გვაქვს Apple Pay, Google Pay და 10 წამში შეუძლიათ ტრანზაქციის შესრულება.

– როგორ გაჩნდა „ვიჩარჯის“ იდეა და თუ გქონდათ იმის მოლოდინი, რომ ბაზარზე გამოჩენიდან რამდენიმე თვეში ასეთი პოპულარული გახდებოდა თქვენი პროდუქტი?

– იმ ანალიტიკის საფუძველზე, რომელიც ახლა გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან სწრაფად ინერგება პროდუქტი, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, გადავჭრათ კონკრეტული პრობლემა. ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესი წარმატებას პოულობს იქ, სადაც პრობლემის გადაჭრაა ამოსავალი წერტილი. იქიდან გამომდინარე, რომ გაჯეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (იგივე ტელეფონი რომ ავიღოთ, ის უკვე გაცდა უბრალოდ საკომუნიკაციო დანიშნულებას და დღეს ჩვენთვის არის გადახდის სისტემაც, რუკა, ფოტოების საცავი, სამუშაო ინსტრუმენტი და სხვა), დისკომფორტი გვექმნება, როდესაც ისინი გვიჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეხვედრაზე ვართ შესასვლელები, მნიშვნელოვანი ზარი გვაქვს განსახორციელებელი, გარკვეული ტრანზაქციები გვაქვს შესასრულებელი. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, ტურისტულად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში პოპულარული ეს ინოვაციური მიდგომა საქართველოშიც დაგვენერგა.

– თქვენს წარმატებას, ცხადია, თქვენი პარტნიორებიც უწყობენ ხელს. რა ღირებულებას ქმნით მათთან ერთად?

– ჩვენი პარტნიორების ქსელის გარეშე იმ საინტერესო ციფრების მიღწევა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა. და აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტნიორები (ამ დროისთვის 700 ორგანიზაციაზეა საუბარი) სრულად იზიარებენ იმ აზრს, რომ მომხმარებელი კომფორტულად უნდა იყოს მათ სივრცეში და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს და მასთან ახლოს დატენოს მოწყობილობა, რომელშიც ბევრი პერსონალური ინფორმაცია აქვს თავმოყრილი. შესაბამისად, იქ, სადაც შეზღუდული იყო დენის წყაროები ან დატვირთული, კარგად დაინახეს „ვიჩარჯის“ საჭიროება. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი დახმარებით, ფაქტობრივად, ნულოვანი დანახარჯით ახერხებენ, მომხმარებლებს შესთავაზონ სერვის პლუსი.

– რა გამოარჩევს „ვიჩარჯს“ სხვა კომპანიებისგან?

– უპირველესად ის, რომ ის სრულად ქართული ბრენდია, გუნდიც და პროდუქტიც არის ქართული, შესაბამისად, ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე რეაგირების დრო არის მცირე. მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ დივერსიფიცირებული სხვადასხვა მიმართულებით, ანუ „ვიჩარჯი“ წარმოდგენილია არა მხოლოდ სარესტორნო ბიზნესში, სხვებისგან განსხვავებით, არამედ სასტუმროებშიც, სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს უნივერსიტეტების 90%-ში, ასევე, მსხვილ და მასშტაბურ ღონისძიებებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კანიე უესტის კონცერტზე იყო ხელმისაწვდომი ჩვენი პროდუქტი. მალე მობის კონცერტზეც შეხვდებით ჩვენს ფოვერ ბანკებს. დავძენ იმასაც, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი ფუნქციონალების დამატებაზე და უკვე ქართული კომპანიის სტატუსით მასშტაბირებაზე სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები