WEDGWOOD-ის მულტიბრენდულ შოურუმს ფრანგული ბრენდი LALIQUE შეემატა.
„ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო და სასიხარულო ამბავი გვაქვს! WEDGWOOD-ის მულტიბრენდულ შოურუმს კიდევ ერთი, ამჯერად ფრანგული ბრენდი LALIQUE შეემატა. ბრენდის წარდგენა 15 ივნისს WEDGWOOD-ის შოუ-რუმში გაიმართა. საღამომ სასიამოვნო მუსიკის, ექსკლუზიური ფრანგული ტკბილეულის და სამახსოვრო საჩუქრების თანხლებით ჩაიარა.
LALIQUE მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია დეკორატიული აქსესუარების მიმართულებით. კომპანიის 130 წლიანი ისტორია და ბრენდის ხარისხი, რენე ლალიკის გენიალურ შედევრებთან ერთად, ნათლად არის ასახული ZahaHadid-ის და Damien Hirst-ის საინტერესო ქმნილებებში, Elton John-ის და სხვა ცნობილი ადამიანების საავტორო კოლექციებში”, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, Wedgwood-ის შოურუმი გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში. იგი აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის: WEDGWOOD, WATERFORD, ROYAL ALBERT, ROYAL DOULTON, ROGASKA, LENOX, REED & BARTON, SAMBONET, PORTMEIRION, HUTSCHENREUTHER და ახლა უკვე LALIQUE-საც.
”გვეწვიეთ, რათა თავად იხილოთ და შეიგრძნოთ ცნობილ დიზაინერთა ფანტაზიის, ხელოვანთა ინსპირაციისა და პროფესიონალ ოსტატთა ხელობის შერწყმის შედეგად შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები”, – განმარტავენ WEDGWOOD-ში.
ცნობისთვის, WEDGWOOD ჭავჭავაძის გამზირი #8-ში მდებარეობს და მუშაობს ყოველდღე 11 საათიდან – 21 საათამდე.