LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდა

147
ფოტო

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულების გამოვლენა, სატელევიზიო ფორმატში, დასრულდა. 18 ნომინაციის გამარჯვებულები  და ფინალისტები ტვ1-ზე, პირველამდე ნინო არაზაშვილთან გადაცემის, ფარგლებში დეკემბრიდან თებერვლის თვის ჩათვლით გაიცნო მაყურებელმა.

2020 წელს, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველებს, სრულიად უსასყიდლოდ, ჰქონდათ 20 ნომინაციიდან სასურველი მიმართულების შერჩევის და დარეგისტრირების შესაძლებლობა. 2020 წელს, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას ჰყავდა 300-ზე მეტი ნომინანტი, საიდანაც 38 – მა ორგანიზაციამ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო 114-მა კომპანიამ მიიღო ფინალისტის სტატუსი.

გასულ წლებში პროექტის თითოეულ ნომინაციას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავდა, მაგრამ პანდემიამ პროექტის მთავარ მიზნად აქცია კომპანიების მაქსიმალური მხარდაჭერა მათი პროდუქტის ან სერვისის წარმოჩენის გზით, ამიტომ 2020 წელს თითოეულ ნომინაციაში 2 გამარჯვებული გამოვლინდა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს The USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და ტვ-1-ს პროექტის სატელევიზიო ფორმატის წარმატებით ჩატარების ხელშეწყობისთვის. მიხარია, რომ დაჯილდოებამ წარმატებით ჩაიარა. რთული და გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, პროექტს იმაზე კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდი. ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა გამარჯვებულების და ფინალისტების პოზიტიური ემოციების დანახვა ჯილდოს გადაცემის მომენტში, რადგან ეს კიდევ და კიდევ მარწმუნებს, რომ გაჩერების უფლება არ მაქვს. პროექტს უდავოდ დიდი მნიშნველობა აქვს ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და დადებითად აისახება მათ მოტივაციაზე,“- აცხადებს მარინა ჩაიკა, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, 2020 წელს პროექტი ორიენტირებული იყო ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდაჭერაზე. აღნიშნული მიმართულება აქტუალური იქნება 2021 წელსაც. 2021 წლის ნომინაციებზე რეგისტრაცია გაიხსნება ივნისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები