LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს 12 ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება

76

2016 წელს საქართველოში 12 ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 1 190 მეგავატია და 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს. ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, იგეგმება თბოსადგურების პროექტების განხორციელებაც.

”ჩვენ დამატებით დაგვჭირდება თბოსადგურები, რადგან სისტემას საბაზისო ენერგია სჭირდება. ჩვენ დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, მიმდინარეობს თანხების მოძიება. ეს სპეციფიკური პროექტებია და შესაბამისად, ამას სახელმწიფო განახორციელებს”, – განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წელს ექსპლოატაციაში შევა 414 მეგავატის სიმძლავრის 6 ელექტროსადგურიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g