2019 წელს კომპანია Audi თავის ხაზში 7 ახალ კროსოვერს დაამატებს. მათ შორის იქნება ყველზე სპორტული SQ8 RS და Q8.
აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე კომპანია Audi-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლის ბოლოსთვის რამდენიმე ხმაურიანი პრემიერა იქნება. SQ8 და RS Q8, Q3 Sportback, ასევე e-tron Sportback. გარდა ამისა ბაზარზე კიდევ სამი მოდელი – Audi SQ3, RS Q3 და RS Q ან RS Q7 გამოვა.
მწარმოებელმა ისიც განაცხადა, რომ A8-ს საკმაოდ მდიდრული და პრესტიჟული მოდიფიკაცია გაუჩნდება. სავარაუდოდ, საუბარია Horch-ზე რომელსაც პრეტენზია Mercedes – Maybach S-Class-ის კონკურენციაზე აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ავტომობილები სალონის დიზაინითა და დეკორაციით იქნება განსაკუთრებული. ძრავთა ვარიაცია კი თვინ-ტურბო V8 ან W12 იქნება და 6,0 ლიტრის მოცულობა ექნება.
მოდელების პრემიერა 2-3 დღეში შედგება.
