LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება: ინფრასტრუქტურის მინისტრი

77
Untitled design (1)

პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

ქარსელაძემ უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნაზე გაამახვილა ყურადღება:

“წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება – აღნიშნული გზა გამოწვევებით სავსე იყო, მიუხედავად ამისა, ჯამში, 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს – დარჩენილი 3 კმ-ის დასრულება არის დაგეგმილი.

შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ”, – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

magti 5g