LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა

139
25808076

წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში, – ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარე იციკ მოშე აცხადებს.

„ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნესფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელს შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში”,- განაცხადა იციკ მოშემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g