პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.
მისი თქმით, საბაგირო კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ეს არის პრემიერმინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.