LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა იმაზე ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით – სავალუტო ფონდი

71
shutterstock-1524251411

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა იმაზე ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. როგორც ფონდის დირექტორი, კრისტინა გეორგიება ამბობს, დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდება.

მისივე ინფორმაციით, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა, ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნება. მაგალითისთვის, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდა 2021 წლამდე სულ მცირე 10%-ით შემცირდება. ეკონომიკური ვარდნა შესამჩნევი იქნება იტალიაში, ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g