თეონა ცირამუა დედის დღეს დედის ამპლუაში წელს პირველად ხვდება და ამის შესახებ ემოციურ სტატუსს გვიზიარებს. ის ტყუპი გოგონების დედაა:
„წელს პირველად ვხვდები დედის დღეს…
და თან — ორმაგი დოზით…
კირამ და თუთამ მასწავლეს, რომ შეიძლება ერთ ღამეში ბევრჯერ გაიღვიძო, საოცრად დაიღალო და მაინც, მეტად ბედნიერი იყო…. დედობა ყოფილა მაშინ, როცა შენი გული ორ პატარა ადამიანში ცხოვრობს.
გილოცავთ დედის დღეს ყველა დედას და განსაკუთრებით ჩემსას, დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებ დედას. უფრო მადლიერად, უფრო ჩუმად, უფრო ღრმად.
გილოცავ დე!“
