LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, რეგიონების ქვეყნებიდან ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება

64
tbilisi-georgia-old-town

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. წლევანდელი მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონის ქვეყნებში. უფრო კონკრეტულად კი, პროგნოზები ასეთია:

  • საქართველო – 2022 წელს 5.5%; 2023-ში 5%;

  • სომხეთი- 2022 წელს 4.8%; 2023-ში 5.4%;

  • აზერბაიჯანი – 2022 წელს 3.1%; 2023-ში 2.7%;

  • თურქეთი – 2022 წელს 2%; 2023-ში 3%;

  • რუსეთი – 2022 წელს 2.4%; 2023-ში 1.8%;

  • უკრაინა – 2022 წელს 3.2%; 2023-ში 3.5%.

„საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად მიიჩნევა 2021 წელს, 10.5%-იანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g