LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

30

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით 2016 წელს საქართველოში  ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა,  საქართველოს შესაძლებლობას მისცემს კონფერენციის დელეგატებსა და სტუმრებს გააჩნოს ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო.

„ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა, 8 000- წლიანი გამოცდილებით. კონფერენციაზე ვიმსჯელებთ რა პერსპექტივები არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარების  კუთხით საქართველოში””, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიას ჩაატარებს. ასევე მონაწილეობას მიიღებს 21 საერთაშორისო გამოფენაში. იგეგმება ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g