„2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 477%-ით მეტია. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა,“ – ამ მონაცემებით შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით 2018 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ ახალ პროექტში ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზენტაციაზე 2018 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები წარმოადგინა.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა :
„ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“
„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“
„ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“
2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 477%-ით მეტია. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა.
ტრეფიკინგის ბრალდებით, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, 66%-ით მეტი, წინა
წელთან შედარებით. კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 40 კიბერდამნაშავე დააკავა.
ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, ეს ციფრი 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მხრივ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგადაც მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი.