დღეს, 19:30 საათზე, „არტარეას“ ეზოში „თიბისი ბანკის“ ახალი პროექტის, „წერე ქართულად“ პრეზენტაცია გაიმართება. ამ პროექტის დაწყების აღსანიშნავად უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მედიის წარმომადგენელმა წინასწარ მიიღეს მაისურები, რომლებზეც სწორედ „წერე ქართულად“ არის დატანილი.
პროექტის შესახებ მედიასთან ისაუბრებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ასევე პროექტის პარტნიორები, დიზაინერი ზვიად ციკოლია, კომპანია Leavingstone-ის დამფუძნებელი, გიორგი ბურჭულაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, მარიამ ხოსიტაშვილი.
პრეზენტაციაზე მისულ საზოგადოებას საშუალება ექნება, დაათვალიეროს „არტარეას“ გალერეაში გამოფენილი ხელნაწერები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კალიგრაფებმა შექმნეს.
წარმოდგენილი იქნება ნიკა მაჩაიძის ვიდეოარტი თემაზე „წერე ქართულად“.