LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი

214
BeFunky-collage (42)

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი ნაგებობები სავარაუდოდ მე-19-ე საუკუნისაა

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.

წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონის წინ საავტომობილო გზის გათხრისას, ძველი სამარხები აღმოაჩინეს