თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მომხდარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ფორტუნასთან” დაადასტურა.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი მანქანიდან გადავიდა, რა დროსაც უცნობი პირი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.
მოპარული ავტომანქანით გამტაცებელმა ავარია მოახდინა, რა დროსაც ხუთი მანქანა დაამტვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გატაცებული ავტომობილი მალევე იპოვეს. ავტომანქანის გამტაცებელი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.