სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ დღეს 15 საათზე ენგურის ხიდთან აქცია პერფორმანსს „აფხაზეთი საქართველოა“ გეგმავს.
მანამდე კი მოძრაობის წევრები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ.
„ვიცით, როგორ ძალიან გინდა აღარ გვახსოვდეს, მოგვბეზრდეს, დავიღალოთ და ხელი ჩავიქნიოთ. ვიცით, თუ რამხელა ზიზღით, დაპირისპირებითა და გახლეჩვით კვებავ ამ თემას, მაგრამ დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას. ამ ომს, საინფორმაციო ომს, შენ ვეღარ მოიგებ.
დროა ერთიანი, მშვიდობიანი, ბედნიერი სახელმწიფოს შენების, სადაც ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
დიახ, გვჯერა რომ კედელზე გაკრული ერთი სტიკერი, ერთი შეძახილი, ერთი ბანერი, ერთი სტატია და ენგურისკენ ფეხით წასული ერთი კაცის პროტესტი შეცვლის ბევრ რამეს!
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე, შენ მიერ გაბმულ მავთულხლართთან მივალთ იმის სათქმელად, რომ აფხაზეთი საქართველოა!” – ნათქვამია წერილი/
სამოქალაქო მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” ზუგდიდან ფეხით ენგურის ხიდამდე გიგა მაქარაშვილთან ერთად მსვლელობა გამართა. 15:00 საათზე კი ენგურის ხიდთთან იქნება პერფომანსი “აფხაზეთი საქართველოა”…