ტრაგედია მოხდა თბილისში – ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან ოჯახის სამი წევრი გადმოვარდა. „არქი ისნის“ მრავალბინიან დასახლებაში, მეზობლებმა სამი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ცხედრები 4 ოქტომბრის ღამეს აღმოაჩინეს.
თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა
თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი, სავარაუდოდ, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
რადიო თავისუფლება ესაუბრა კორპუსის 5-ზე მეტ ბინადარს, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახს ბინა დაქირავებული ჰქონდა. დაღუპულების ერთ-ერთი მეზობელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია:
„არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტინქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო“, – ამბობს მეზობელი.
„როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ღამით რაღაც ყვირილის ხმა იყო, კედელზე აბრახუნებდნენო…“- რას ამბობენ ადგილობრივები ისანში წუხელ მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში პოლიციამ წერილი იპოვა:
„გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს. წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო.“
რადიო თავისუფლება ამავე სტატიაში აღნიშნავს, რომ ვერ იპოვა ერთი მეზობელიც კი, რომელიც გარდაცვლილებს პირადად იცნობდა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.
ვრცლად ამბის დეტალები იხილეთ რადიო თავისუფლების სტატიაში