WhatsApp-ის მესენჯერი ევროკავშირის მაცხოვრებლებისთვის ასაკობრივ შეზღუდვებს აწესებს. ამიერიდან მომხმარებელმა უნდა დაეთანხმოს, რომ მას 16 წელი შეუსრულდა.
ცვლილება ძალაში მაისიდან შევა და ის პერსონალური მონაცმების დაცვის გამკაცრებისთვის შეიქმნა. WhatsApp-ის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუზუსტებია, რა სახით შეძლებს მომხმარებელი თავისი ასაკის დადასტურებას.