LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WhatsApp-ს Android-ზე პიროვნების ნამდვილობის დასადგენად თითის ანაბეჭდის ფუნქცია დაემატება

whatsapp

გავრცელებული ინფორმაციით, WhatsApp პიროვნების ნამდვილობის დასადგენად Android მოწყობილობებზე თითის ანაბეჭდის ფუნქციას გამოიყენებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ისარგებლებს მომხმარებელი ახალი ფუნქციით, თუმცა გაირკვა, რომ სისტემური განხლება  ხელმისაწვდომი 2.19.3 ვერსიაში იქნება.

საინტერესოა, რომ პროგრამის სიახლის მიზეზად მომხმარებელთა ინფორმაციის უსაფრთხოება სახელდება.

შეგახსენებთ, რომ WhatsApp იან კუმმა და ბრაიან ექტონმა 2009 წელს, აშშ-ში შექმნეს. 2014 წლის 19 თებერვალს პროგრამა 19 მილიარდ ამერიკულ დოლარად Facebook-მა შეიძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები