LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WhatsApp-ში მიმოწერა წაშლის შემდეგაც ხელმისაწვდომია

92

უსაფრთხოების ექსპერტმა, ჯონათან ზდიარსკიმ, WhatsApp-ის უკანასკნელი ვერსიის შესწავლისას დაასკვნა, რომ აპლიკაცია მიმოწერას მისი წაშლის შემდეგაც ინარჩუნებს.

„თქვენ ვერ გიშველით შეტყობინებების წაშლა, რადგან ისინი მესენჯერის მეხსიერებასა და iCloud-ზეც რჩება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მიმოწერასთან წვდომა არამარტო ბოროტმოქმედებს, არამედ სხვადასხვა სპეცსამსახურებსაც ექნებათ“, – აცხადებს ის.

დაახლოებით სამი თვის წინ, WhatsApp-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმოწერის წაშლა სამუდამოდ შესაძლებელი გახდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები