SimilarWeb-ის კვლევის თანახმად, WhatsApp ყველაზე პოპულარული მესენჯერია Android-ის სისტემის ბაზაზე. კომპანიამ 190 ქვეყნის მომხმარებელს შორის ჩაატარა გამოკითხვა. სამეულში ასევე Facebook Messenger და Viber მოხვდნენ.
WhatsApp საკმაოდ პოპულარულია გერმანიაში, იტალიაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და ა.შ.
Facebook Messenger -ს უპირატესობა 49 ქვეყნის წარმომადგენლები ანიჭებენ, მათ შორის აშშ-ს ნაწილი, კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, ნორვეგია.
Viber კი აქტიურად 15 სახელმწიფოში გამოიყენება, მათ შორის უკრაინაში.
გამოკითხვის თანახმად, ჩინეთი და იაპონია საკუთარ გამოგონებებს ანიჭებენ უპირატესობას და ესენია WeChat და Lion.