LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wifi თუ სექსი – ტურისტებმა არჩევანი გააკეთეს

20

Wifi თუ სექსი – ტურისტებმა არჩევანი გააკეთეს. პორტალმა IPASS-მა ჩაატარა საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე არსებობა ძალიან უჭირთ და ინტერნეტზე დამოკიდებულება უკვე სერიოზულ პრობლემადაც იქცა. სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება და wifi-ს მიმართ დამოკიდებულებაც უფრო იზრდება. აღმოჩნდა, რომ მოგზაურთა 2/3 ინტერნეტის გარეშე ნამდვილ სტრესს განიცდის. გამოკითხულთა მეოთხედი კი აღიარებს, რომ Wifi მათი მოთხოვნილებების სიაში პირველ ადგილს იკავებს. უფრო მეტიც, ტურისტთა 61%-სwifi-ს გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა, ხოლო სექსის გარეშე თავს ცუდად მხოლოდ – 58% იგრძნობდა. ანუ ინტერნეტი ინტიმურ ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები