LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიგნების თარო: „სანდრო მეტრეველი! ნიკა ბერიძე! ნიკა სვანიძე! 3 თაროელი წუხელ აქციაზე დააკავეს და ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან..სანდრო მეტრეველს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული“

187
წიგნების თარო

წიგნების თარო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულია 3 თაროელი.

გადაცემის ცნობით, ბიჭები ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო მეტრეველს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

„სანდრო მეტრეველი!

ნიკა ბერიძე!

ნიკა სვანიძე!

კატეგორიულად ვგმობთ თაროელებზე, ისევე როგორც ჩვენს სხვა თანამოქალაქეებზე, ძალადობას.

3 თაროელი წუხელ აქციაზე დააკავეს და ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.

ადვოკატის ინფორმაციით, სანდრო მეტრეველს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

ნიკა სვანიძის და ნიკა ბერიძის მდგომარეობის შესახებ ჯერ ინფორმაციას არ ვფლობთ.

პოსტს დამატებითი ცნობების მიღებისთანავე განვაახლებთ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g