LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წიგნის აქტუალურობა კარანტინის დროს და ონლაინ წიგნები” – საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე

33
clip0001.mxf-snapshot-18.37.653-2020-02-07-10-27-09-499664

7 აპრილს თათა სადრაძის და გიგა კობალაძის ერთობლივ გადაცემას, რომელიც ონლაინ წიგნებს და კარანტინის პერიოდში წიგნის აქტუალურობას დაეთმო, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა და მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური სტუმრობდნენ.

– გვანცა, საინტერესოა, რა პრობლემებს აწყდება წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, როცა საავტორო უფლებების დაცვაზეა საუბარი?

– თავიდან ძალიან გაგვიჭირდა აგვეხსნა გამომცემლებისთვის რატომ იყო აუცილებელი წიგნის გამოცემა საავტორო უფლებების დაცვაით, რადგან საბჭოთა ეპოქაში მსგავსი კანონი არ არსებობდა. თუმცა დღეს, ყველა საგამომცემლო ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანონს და ჩვენც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მათ საქმიანობას. სამწუხაროდ, ჩვენი მთავარი პრობლემა ე.წ. „შავი ბაზარი“ და ონლაინ გავცელებული პირატული ლიტერატურაა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით მოძლიერდა. ჩვენი მონდომების მიუხედავად, ძალიან რთულია მათთან ბრძოლა, ამიტომ მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების იმედი გვაქვს, რომელიც კანონის ძალით აღკვეთავს მსგავს ქმედებას.

– დღევანდელ სიტუაციაში, როცა იძულებით გვიწევს სახლში დარჩენა, განსაკუთრებით აქტუალულურია წიგნი, რადგან უამრავი დრო გვაქვს ახალი ლიტერატურის გასაცნობად. სტატისტიკა ხომ არ არსებობს რამდენად გაიზარდა წიგნზე მოთხოვნა და რამდენად ჯაბნის ონლაინ ლიტერატურა ნამდვილ, მატერიალურ წიგნს?

– რა თქმა უნდა, კარანტინის პირობებში წიგნზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მით უფრო, რომ სასწავლო პროცესიც შეჩერდა. სხვათაშორის, ჩვენმა ასოციაციამ წიგნის ორ ონლაინ პლატფორმასთან ერთად, კიდევ ერთი მომსახურეობა და 6 ათასზე მეტი წიგნის გაცნობა შესთავაზა მკითხველს სრულიად უსასყიდლოდ. ამასთანავე, ყველა გამომცემელმა საკუთარ ვებ-გვერდზე ატვირთა სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო ლიტერატურა.

– რას იტყვით ღია წერილის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეთ?

– ჩვენი ასოციაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ მიეკუთვნება, ამიტომ არც განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობთ, თუმცა სახელმწიფოს მიერ ონლაინ გაყიდვების ანუ სახლში მიტანის სერვისის აკრძალვის შემდეგ, ჩვენს სექტორს, მათ შორის გამომცემლებს და წიგნის გამავრცელებლებსაც აეკრძალა საქმიანობა. სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნეთ ღია წერილი და ხელისუფლებას მინიმლური მოქმედების უფლება ვთხოვეთ, რათა მომავალი კრიზისი ავიცილოთ თავიდან.

– ქალბატონო ნატაშა, რა არის მწერალთა სახლის მთავარი ფუნქცია?

– მოგეხსენებათ, რომ 2011 წლიდან მწერალთა სახლი ქვეყნის მთავარი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მუდმივად ვითარდება და საქმიანობაც სულ უფრო მრავალმხრივი ხდება.

– რა პრობლემები აქვს მწერალთა სახლს საავტორო უფლებების დაცვის მხრივ და როგორ ახერხებს მათ დარეგულირებას?

– ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს საავტორო უფლებებთან, მათ კი, ვინც მსგავსი პრობლემით გვაკითხავს, საავტორო უფლებათა ასოციაციაში ვამისამართებთ.

– თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას წიგნს თუ ონლაინ ლიტერატურას?

– სიმართლე ვთქვა, დიდხანს ვამბობდი უარს ონლაინ ლიტერატურაზე, თუმცა მოგზაურობის დროს ძალიან მომეწონა მსგავსი სერვისით სარგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები