LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wileyfox ახალ მოდელებს აანონსებს

63

ამერიკული მწარმოებელი Fly – რებრენდირებული Wileyfox ახალ სმარტფონებს აანონსებს. კომპანიის პრიორიტეტებში მუდმივად ბიუჯეტური სმარტფონების წარმოება შედიოდა, რომლებიც აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე იყო მხოლოდ ოფიციალურად ხელმისაწვდომი.

როგორც ჩანს, მათ სერიოზულად გადაწყვიტეს მსოფლიო ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამაგრება და სამი ახალი მოდელი დააანონსეს, რომელიც ტექნომოყვარულების გულს განსხვავებული დიზაინითა ხელმისაწვდომი ფასით მოიგებს.

გუშინ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა ბრიტანეთის მობაილ კონფერენციაზე 3 სმარტფონის შესახებ. მოდელების კოდური სახელებია Spark, Spark Plus და Spark X.

როგორც აღვნიშნეთ, სამივე დივაისი იქნება ბიუჯეტური და იმუშავებს Cyanogen OS 13-ზე (Android-ის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულური Rom-ი).

პირველი მოდელი – Spark – აღჭურვილი იქნება 5 დიუმიანი HD ეკრანით, პროცესორით MT6735A რომლის მწაროებელიც იქნება ჩიპსეტების ჩინური მწარმოებელი Mediatek, დივაისი იმუშავებს 1 GB ოპერატიულ მეხსიერებაზე 8 GB შიდა მეხიერებით, სიმ-ბარათით, ხოლო ბატარეის მოცულობა შეადგენს 2200 მილი-ამპერ/საათს. აპარატს ექნება ორი 8 მეგაპიქსელიანი კამერა, ფასი შეადგენს ევროპული ბაზრისთვის 90 ფუნტს.

რაც შეეხება Spark Plus – მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ოპერატიული და შიდა მეხსიერების მომატება და იდენტური დეტალების იქეთ, შიდა მეხსიერება და ოპერატიული შეადგენს 16 GB-სა და 2 GB-ს. ძირითადი კამერა იქნება 13 მეგაპიქსელიანი. შესაბამისად, მისი ფასი ევროპული ბაზრისთვის განისაზღვრება 115 ფუნტიდან.

რაც შეეხება Spark X-ს, იგი მიიღებს 5.5 ინჩიან HD დისფლეის, პროცესორით MT6735, რომლის მწარმოებელიც ტრადიციულად – Mediatek-ია, ბატარეის ტევადობა განისაზღვრება 3000 მილი-ამპერ/საათით, ოპერატიული 2 GB-ით, ხოლო შიდა მეხსიერება იქნება 16 GB ოდენობის. ფასი შეადგენს 130 ფუნტს (ევროპული ბაზრისთვის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები