LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

will.i.am-მა ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

103

ინტერნეტში პროდიუსერისა და The Black Eyed Peas-ის წევრის, will.i.am-ის ახალი თრექი – „Boys & Girls“ მოხვდა. სიმღერა მომღერალთან და მოდელთან, პია მიასთან ერთად არის ჩაწერილი და ის მუსიკოსეის მეხუთე ალბომის ლიდ-სინგლი გახდა. დისკის რელიზი მიმდინარე წელს იგეგმება. ალბომის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის უკანასლნელი ფირფიტა „#willpower“ 2013 წლის აპრილში გამოვიდა და მის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული სოლო-ალბომიც გახდა. დისკმა Billboard 200-ის მე-9 ადგილამდე ასვლა შეძლო. ალბომი შეიცავდა ჰიტებს  „Scream & Shout“, „#thatPOWER“ და ა.შ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ უახლოეს მომავალში The Black Eyed Peas გაერთიანებას და ახალ სიმღერაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები